Artcurial’s Rétromobile-ის აუქციონზე 2019 წელს 3 Bugatti გაიყიდება და მათ შორისაა ერთი უჩვეულო მოდელი, რომელმაც ფარეხში რამდენიმე ათეული წელი გაატარა. ლეგენდარული ავტომობილის მფლობელი ბელგიელი მოქანდაკე აუგუსტ ტომასენი იყო და მის გაყიდვას სასტიკად ეწინააღმდეგებოდა.
ტომასენის ქალიშვილის განცხადებით მამა ფრანგული ბრენდის დიდი გულშემატკივარია. Bugatti მან 50-60 წლებში შეიძინა და მას პირადი მოხმარებისთვის იყენებდა. ბელგიელს ავტომობილი იმდენად უყვარდა, რომ მის გაყიდვაზე უარი ფინანსური პრობლემების დროსაც კი თქვა.
ამჟამად ხელოვანი 95 წლისაა, საჭესთან დაჯდომა ფიზიკურად აღარ შეუძლია და საყვარელ მანქანასაც სწორედ ამის გამო შეელია.