მუსიკოსი რუსუდან მუმლაძე „ფარულ კონვერტში“ მისი სტუმრობის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომლის დროსაც, როგორც თავად წერს, „ამაზრზენი ცინიზმით და სნობიზმით“ არამარტო თვითონ დარჩა გაკვირვებული, არამედ მისი მეუღლეც კი გააკვირვეს.
მუსიკოსი წერს, რომ რაც არ უნდა ლანძღონ, უნიჭო და მახინჯი ეძახონ არ აღელდება, რადგან ტყუილი, ადამიანების ძირის თხრა, დაჩაგვრა და ცინიზმი მისგან შორს არის.
რუსუდან მუმლაძე: ,,ფაქტია, გადაცემა შედგა! ამას მოწმობს რეიტინგი და საზოგადოების ინტერესი!..”
„მოკლედ, ჩემი გვერდის კედელი დავხურე!
თუმცა, პირად შეტყობინებაში მწერს უამრავი ადამიანი. მამხნევებენ, პიროვნულ სიმპატიას გამოხატავენ, უამრავი დადებითი შეფასება მოვისმინე, როგორც მუსიკოსმა!
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ხალხი არჩევს შავს და თეთრს! ნიჭიერს და უნიჭოს! მახინჯს და ლამაზს! ბოროტს და კეთილს! ყალბს და ნაღდს! არაფერი რომ არ იმალება, ამაშიც ბოლომდე დავრწმუნდი და ხალხმა რომ ყველაფერი იცის ვინ ვინ არის! წარსულით, ბინძურად ნაკეთები საქმეებით და ურთიერთობებით, აი ვითომ “დაფარული” პირადი “გრეხები”-ც კი! რაც მეგონა მარტო მე და მხოლოდ კულუარულმა წრემ იცოდა…(მაგის გამჟღავნების დროც მოვა)
ის ამაზრზენი ცინიზმი და სნობიზმი კი ყოველთვის სიფათზე ეწერა და საჯაროდ ჩანდა! მისი გარემოცვა, რომლებიც ამ ყველაფერს “აპრავებთ” და თანამონაწილეებიც ხართ, ისე აიხიეთ სახე და ახლაც ისეთი იკადრეთ, რომ ზურაც კი გააკვირვეთ! დასანანია,რომ “სასტავში” რამოდენიმე მამრიც აღმოჩნდით, რომლებიც მეც რომ თავი დამანებოთ, ზურასი უნდა გეუხერხულებოდეთ, რადგან წლების ნაცნობობა გაკავშირებთ!!!!
„ეს გორსალა ნახეთ რა, ჩემმა ქებამ როგორ აწყინა“ – რუსუდან მუმლაძე ინდირა ჯგერნაიას დაუპირისპირდა
ამ ყველაფრიდან გამომდინარე ჩემი “ფარულ კონვერტში” საკმაოდ მოზომილი გამოსვლის შემდეგაც “დაჩაგრულის მანტია” მოისხა მავანმა, რომელსაც ყველაფერი აქვს ნაკეთები, რაც ზემოთ ჩამოვთვალე!!! საოცარია არა?!
რაც არ უნდა მლანძღონ, უნიჭო და მახინჯი მეძახონ, არ ავღელდები, რადგან სიყალბე, ტყუილი, ორმაგი თამაშები, ზურგს უკან სიბინძურების კეთება, ადამიანების ძირის თხრა, დაჩაგვრა, ცინიზმი, ჩემგან შორსაა. დიახ! აი ეს არის ჩემთვის მთავარი! თუმცა, საკადრისი პასუხის გაცემაც არ მეშლება!!!! არც სიტყვით და არც საქმით!!!
დიახ! ზუსტად ამიტომაც აღმოჩნდა ზურა ჩემს გვერდზე! სჯობს გვინ, ვიდრე არასდროს!
ვაზელინით გაპოხილი, ნაძალადევი და შეკვეთილ-ნამათხოვრები მხარდამჭერი პოსტები და კომენტარები კი მძულს, ზუსტად ამიტომ დავხურე კედელი!
ყოველგვარი თხოვნის და შეკვეთების გარეშე, სრულიად უცხო ადამიანების გულწრფელი სიტყვები და შეფასებები მირჩევნია! ნაცნობ-მეგობრები ისედაც კარგად მიცნობენ!
უამრავი ადამიანი დავიმეგობრე ფეისბუკზე! უყურადღებოდ არავინ მინდა დამრჩეს.ყველას ვიმატებ მეგობრებში. უკვე ლიმიტიც მეწურება.
“იმას” იმისიანებს” და “იმისიან” ტროლ-ბოტებს კი დაგბლოკავთ, რომლებიც ერთ დღისთვის შექმნილ გვერდებიდნ შემოიპარებით ხოლმე!
უღრმესი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამხელა სითბო და პოზიტივი გამოუშვით ჩემსკენ!!!
მადლობა!
რამოდენიმეს გამოვაქვეყნებ!