LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფარული ვნების ვარსკვლავი, მარიო ჩიმარო ახალ სერიალში გამოჩნდება

195
მარიო ჩიმარო

ყველა დროის ყველაზე რეიტინგული სერიალის „ფარული ვნების“ ვარსკვლავი, მარიო ჩიმარო ახალ პროექტზე მუშაობს. ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ მარიო ჩიმარო მონაწილეობას მიიღებს ახალ ლიმიტირებულ სერიალში „ქული“, რომელიც 1860 წელს, კუბაში მომხდარ მოვლენებს აღწერს.

სერიალი გვიყვება ახალგაზრდა გოგონას, ჩულინის ისტორიას, რომელიც ჩინეთიდან კუბაში მიემგზავრება, რათა პოლიტიკურად დევნილ პოლიციელზე იქორწინოს.

მარიო ჩიმარო სერიალში კაპიტან სალვატორე სანტიაგოს როლს ასრულებს, რომლის გემსაც კუბაში სერიალის მთავარი გმირი გადაჰყავს.

ჩიმაროს ბოლო პროექტი გახლავთ სერიალ ,,ფარული ვნების” მეორე სეზონი, რომელიც ეკრანებზე დიდი ტრიუმფით დაბრუნდა. 

მარიო ჩიმარომ თითქმის დაადასტურა, რომ სერიალ „ფარული ვნების“ მესამე სეზონი აუცილებლად იქნება

გაიცანით ბრიანა ჩიმარო – ბედნიერი მარიო ჩიმარო Hola-ს გარეკანზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები