მაღაზია ”Banana Republic“ შუასეზონური, 50%-იანი ფასდაკლებები დაიწყო.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის მენეჯერმა აღნიშნა, ფასდაკლება თითქმის ყველა აქსესუარზე ვრცელდება.
” ფასდაკლებულ კოლექციაში შედის: საყურეები, ბეჭდები, ყელსაბამები, ხოლო ის აქსესუარები, რომლებზეც ფასდაკლებები არ ვრცელდება მომხმარებელს მათი შეძენა 119 ლარიდან შეუძლიათ”. -აღნიშნა მენეჯერმა.
”Banana Republic“ ამერიკული ბრენდია და შესაბამისად, პროდუქციაც ამერიკიდან ჩამოდის.
ამჟამად საქართველოში მაღაზიის მხოლოდ ერთი ფილიალია, მენეჯერის თქმით, უახლოეს მომავალში იგეგმება ახალი ფილიალის გახსნაც. ამ ეტაპზე კი მსურველებს მაღაზიაში სტუმრობა სავაჭრო ცენტრ ”თბილისი მოლში” შეუძლიათ.