მაღაზიაში ”Second Floor“ შემოდგომა-ზამთრის კოლექციაზე 30%-იანი ფასდაკლებაა.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის მენეჯერმა ფისო ყიფიანმა განაცხადა, ფასდაკლებულ კოლექციაში დიდი არჩევანია და მსურველებს კოლექციის შეძენა გაცილებით დაბალ ფასად შეუძლიათ.
”ფასდაკლებულ კოლექციაში შედის პალტოები, პიჯაკები, გვაქვს ფეხსაცმლის დიდი არჩევანიც, რაც შეეხება ფასებს, ის 120 ლარიდან იწყება და 900 ლარამდე მერყეობს.”-აღნიშნა მენეჯერამა.
მისივე თქმით, მაღაზია კვლავ განაახლებს თავის კოლექციას და ახალ პროდუქციას შესთავაზებს მომხმარებელს.
შეგახსენებთ, რომ ”Second Floor“-ში ზაფხულის კოლექციაზე მიმდინარეობს 75%-იანი ფასდაკლება.
”Seconf Floor“ მულტიბრენდული მაღაზიაა. მსურველებს მაღაზიაში სტუმრობა აბაშიძის N61 შეუძლიათ.