საიუველირო მაღაზიათა ქსელში ”დელფოსი” ფასდაკლების აქცია დაიწყო.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის მენეჯერმა აღნიშნა, ფასდაკლებები შედარებით ძველ კოლექციაზე ვრცელდება.
”ფასდაკლებულ კოლექციაში შედის: ვერცხლის, ბრენდული საათების, ბიჟუტერიის კოლექცია. ვერცხლის კოლექციაზე 30%_იანი ფასდაკლება ვრცელდება, ხოლო ბრენდულ საათებსა და ბიჟუტერიაზე 50%_იანი, ასევე 50%_იანი ფასდაკლებითაა შესა ძლებელი მომხმარებლისთვის შეიძინოს ტყავის ზარდახშები.” – აღნიშნა მენეჯერმა.
მისივე თქმით, ”დელფოსი” მომხმარებელს ახალ კოლექციასაც სთავაზობს,რომელშიც შედის ბრენდული და არაბრენდული სამკაულები. არაბრენდულში შედის: ვერცხლის სამეულები, ბეჭდები , მენეჯერმა აღნიშნა ისიც, რომ ბრენდული სამეულების ფასი 79 ლარიდან იწყება.
”დელფოსი” გახლავთ იტალიური ვერცხლის, ოქროსა და ბიჟუტერიის სამკაულების მაღაზიათა ქსელი , მსურველები ესტუმრეთ მაღაზიას მისამართებზე: პეკინის N19,
აღმაშენებლის N108, სავაჭრო ცენტრ ”თბილისი მოლსა” და ”ისთ პოინტში”.