მაღაზიაში ”Geox“ შუა სეზონური ფასდაკლება დაიწყო.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის მენეჯერმა აღნიშნა, ფასდაკლებები ვრცელდება ახალ, შემოდგომა-ზამთრის, გარკვეულ კოლექციაზე.
”გვაქვს 20 %- 30%-იანი ფასდაკლებები ახალი კოლექციის ზოგიერთ მოდელებზე, რომელშიც შედის როგორც კლასიკური, ასევე სპორტული ფეხსაცმელები. გვაქვს ქალის, როგორც ყოველდღიური, ასევე გამოსასვლელი ფეხსაცმელები ფასდაკლებით, მამაკაცებისთვის ზამთრის ფეხსაცმელები, ხოლო ბავშვებისთვის როგორც ზამთრის, ასევე საშემოდგომო ფეხსაცმელებიც.”-აღნიშნა მენეჯერმა.
”Geox“ იტალიური ბრენდის მაღაზიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2007 წლიდან არსებობს. მენეჯერის თქმით, ბრენდის პროდუქციაში ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის სპორტული და კლასიკური სტილი.
”Geox“ ამჟამად თბილისში ორი ფილიალი აქვს, მსურველებს შეუძლია ესტუმრნონ მაღაზიას მისამართზე: ვაჟა ფშაველას №26 და ცოტნე დადიანის №7, ს.ც. “ქარვასლა”.