ოპტიკურ კომპანიაში „ოპტიმისტი“ 20%-იანი ფასდაკლებები იწყება.
როგორც „ფორტუნა პლუსთან“ საუბრისას მაღაზიის მენეჯერმა ისაუბრა, ფასდაკლებების აქცია 10 იანვარს დაიწყება და 15 იანვრამდე გაგრძელდება.
„ძველით ახალი წლისთვის ვგეგმავთ 20%-იან ფასდაკლებების აქციას, რომელიც იქნება შერჩეულ მოდელებზე. ჩვენს ქსელში თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ისეთი ბრენდები როგორებიცაა: George piralli , Polaroid, Swing, Nautical, Jopito. ამ ბრენდებთან ერთად ოპტიმისტში თქვენ ნახავთ TODS,TIFFANY & CO, RAY BAN, ENNI MARCO,OXYDO-სა და MICHAEL KORS-ის ულამაზეს მოდელებს“, – აღნიშნა მენეჯერმა.
მისივე ინფორმაციით, მაღაზიაში ოპტიკური ჩარჩოებისა და მზის სათვალეების გარდა, წარმოდგენილია კონტაქტური ლინზები და მათი მოვლის საშუალებები.
კომპანიის მენეჯერის განმარტებით, მომხმარებელს საშუალება აქვს, ადგილზე მიიღოს ექიმის კონსულტაცია, შეარჩიოს სწორად სასურველი სათვალე, ან კონტაქტური ლინზა შეიძინოს.
ოპტიკური მაღაზია „ოპტიმისტი“ თბილისის მასშტაბით რამდენიმე ფილიალს ფლობს. მომხმარებელს ოპტიკური ჩარჩოების, მზის სათვალეების, კონტაქტური ლინზებისა და მათი მოვლის საშუალებებისშეძენა შემდეგ მისამართებზე შეუძლია: თამარ მეფის გამზ.#23; ”გლდანი მოლი”; ჭავჭავაძის გამზ.#23; და ”ისთ ფოინთი”.