მაღაზიათა ქსელი ”ჯორდანო” ქართულ ბაზარზე უკვე 15 წელია აქტიურად მოღვაწეობს. ბრენდი წარმოდგენილია მამაკაცის, ქალისა და ბავშვის სამოსით, ასევე ჩანთების, აქსესუარებისა და თეთრეულის დიდი არჩევანით.
ბრენდი ”ჯორდანო” 1981 წელს, იტალიაში დაარსდა. დღესდღეობით ცენტრალური ოფისი და ქარხნები ჰონგკონგშია განთავსებული. ”ჯორდანოს” მაღაზიათა ქსელი საქართველოში რვა მაღაზიითაა წარმოდგენილი, აქედან შვიდი თბილისში, ერთი კი ბათუმში მდებარეობს. მაღაზიები ქალაქის ცენტრალურ უბნებსა და სავაჭრო ცენტრებშია განთავსებული.
ბრენდის ძირითადი ხაზია ყოველდღიური, ე.წ. ქეჟუალის ტანისამოსი, თუმცა კოლექციაში შეგხვდებათ როგორც კლასიკური, ასევე სპორტული ხაზიც. კოლექციის განახლება მაღაზიათა ქსელში ყოველთვიურად ხდება.
”ჯორდანო” ქართველ მომხმარებელს ახალ აქციას სთავაზობს. ერთი ნივთის შეძენის შემთხვევაში თქვენ 10%-იან ფასდაკლებას მიიღებთ, ორ შენაძენზე 15%-იანს, სამი ნივთის შეძენის შემთხვევაში კი 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ.
ძირითადი მოთხოვნა მაღაზიათა ქსელში მამაკაცის ტანისამოსზეა. ყველაზე გაყიდვად ხუთ ნივთს შორისაა მამაკაცის სადა მაისურები, რომელთა საშუალო ფასი 5 ლარია, ასევე ჯინსის შარვალი, საშუალო ფასით 95 ლარი, ქურთუკები 195 ლარად, 95 ლარიანი სვიტერი და ჟაკეტი,რომლის საშუალო ფასი 110 ლარია.
მაისური 55 ლარი

ქალების ყველაზე გაყიდვად ნივთებს შორისაა ჯინსის შარვალი, რომლის საშუალო ფასი 33 ლარია, ასევე მაისური, რომელიც 25 ლარი ღირს და 30 ლარიანი სპორტული ჩანთა. პოპულარობით სარგებლობს ასევე ტექნოლოგიურად ღეროგამოცლილი ბუმბულის ქურთუკი, რომლის ფასი 225 ლარია.
ერთგული მომხმარებლისთვის ”ჯორდანოს” მაღაზიათა ქსელს დაგროვების ბარათიც აქვს, რომელიც მათ საშუალებას აძლევს დამატებითი, მზარდი ფასდაკლების სისტემით ისარგებლონ.
პულოვერი 85 ლარი
პერანგი 95 ლარი
მაისურები ფერებში – 45 ლარი
ჟილეტი 145 ლარი
სპორტული მაისური 65 ლარი
ორმხრივი ქურთუკი 265 ლარი
ქალის ქურთუკი 295 ლარი
ქალის დუტის ჟილეტი 195 ლარი
ჯინსის შარვალი 33 ლარი
ქამარი 55 ლარი
დუტის ქურთუკი 195 ლარი
ჟაკეტი 95 ლარი
ქურთუკი 385 ლარი
ქურთუკი 395 ლარი













