დიზაინერ მარიამ გვასალიას მაღაზია მომხმარებელს ზამთრის კოლექციაზე 70%-იან ფასდაკლების აქციას სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის მენეჯერმა ისაუბრა, ფასდაკლებულ კოლექციაში შედის სვიტერები, კაბები და პერანგები.
ამას გარდა, დიზაინერი უკვე მუშაობს საგაზაფხულო კოლექციაზე, რომლის შეძენასაც მალევე შეძლებთ.
”ეს იქნება მრავალფეროვანი ტანისამოსის დიდი არჩევანი, რომელიც გათვლილი იქნება ნებისმიერი გემოვნების ადამიანზე”, – აღნიშნა მენეჯერმა.
მაღაზიის მისამართია: ლესელიძის N27/1.