LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფასდაკლების აქცია ”ლოპოტაზე”

491

დასასვენებელი კომპლექსი ”ლოპოტა სპა რეოზრტი ” დამსვენებლებს დიდ ფასდაკლების აქციას სთავაზობს.

როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას ”ლოპოტა სპა რეზორტის” მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა აღნიშნა, შეთავაზებული ფასდაკლების აქცია დამსვენებლებს აძლევს საშუალებას გაერთონ და კომფორტულად გაატარონ სასიამოვნო დღეები .

”ჩვენი ფასდაკლების აქცია შემდეგში მდგომარეობს : ჩვენს დამსვენებლებს ვთავაზობთ ოთხ ადგილიან ნომერს, სამჯერდი კვებით, სულ რაღაც 45 დოლარად, ამასთან მათ საშუალება ექნებათ 2 დეკემბერს დაესწრონ ”Supermen Lovers”-ის შთამბეჭდავ ღონისძიებას (ბილეთის საფასური 15 დოლარი) აღნიშნა მენეჯერმა.

მისივე თქმით, ”ლოპოტა სპა რეზორტი” ესაა პატარა სამოთხე, იდეალური ადგილი რელაქსაციისთვის, ოჯახთან ერთად დასვენებისთვის, ბიზნეს შეხვედრებისთვის, კორპორატიული, გასართობი და სპორტული ღონისძიებებისთვის.

შეგახსენებთ, რომ ”ლოპოტა სპა რეზორტი” თბილისიდან აღმოსავლეთით, თელავის რაიონში, სოფელ ნაფარეულში, მდებარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები