მაღაზია „Ferro” მომხმარებელს 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის მენეჯერმა აღნიშნა, ფასდაკლება სრულ კოლექციაზე ვრცელდება.
”ჩვენთან მოსული მომხმარებელი მაღაზიაში არსებულ სრულ კოლექციაზე ისარგებლებს 50%-იანი ფასდაკლებით, კოლექციაში შედის ჩანთები, როგორც ყოველდღიური, ასევე შედარებით მცირე ზომის ჩანთები, განსაკუთრებული დღეებისთვის. დიდი არჩევანია ფერების მხრივადაც, გვაქვს როგორც სავი, ასევე ყავისფერი, წითელი და ლურჯი ფერის ჩანთები”, – აღნიშნა მენეჯერმა.
მისივე თქმით, „Ferro” იტალიური ბრენდია, ხოლო კოლექციაში შესული ყველა მოდელი დამზადებულია როგორც ნატურალური ასევე მაღალი ხარისხის ტყავით.
მაღაზიის მისამართებია: სავაჭრო ცენტრი ”სითი მოლი” და ”თბილისი მოლი”. მაღაზია 10:00-დან 22:00 საათამდე მუშაობს.