მაღაზია ”მაიკლ კორსი” მომხმარებელს წინა საახალწლოდ ფასდაკლების აქციას სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის მენეჯერმა აღნიშნა, მომხმარებლებს სასურველი ტანისამოსის შეძენის შემთხვევაში, 20%-დან 50%-მდე ფასდაკლებით შეუძლიათ ისარგებლონ.
”ჩვენ ფასდაკლებულ კოლექციაში შედის ტანისამოსი, ასევე გვაქვს ფეხსაცმლის დიდი არჩევანიც, ამასთან ჩვენთან მოსულ მომხმარებელს ამავე ფასდაკლებით შეუძლიათ ისარგებლონ ჩანთების შეძენის შემთხვევაშიც”, – აღნიშნა მენეჯერმა.
გეტყვით იმასაც, რომ ”მაიკლ კორსი” ამერიკული ბრენდია. ამჟამად თბილისში მაღაზიის მხოლოდ ერთი ფილიალია, სურვილის შემთხვევაში ესტუმრეთ მაღაზიას მისამართზე: ჭავჭავაძის N10.