მაღაზია ”STEVE MADDEN“ მომხმარებელს ფასდაკლების აქციას სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის მენეჯერმა განაცხადა, ფასდაკლება შემოდგომა-ზამთრის სრულ კოლექციას ეხება, რომელშიც შედის, როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ფეხსაცმელები.
ამას გარდა, მაღაზიაში რამდენიმე დღეში შეემატება ახალი, გაზაფხული-ზაფხულის, კოლექცია.
”STEVE MADDEN“ ამერიკული ბრენდია, ის ხარისხითა და დიზაინის ორიგინალურობით გამოირჩევა.
მაღაზიას ამ ჟამად ერთი ფილიალი აქვს, დაინტერესების შემთხვევაში ესტუმრეთ სავაჭრო ცენტრ ”თბილისი მოლს”.