მაღაზია ”MATERIEL” მომხმარებელს ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილ ზამთრის კოლექციაზე 70%-იან ფასდაკლების აქციას სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის მენეჯერმა განაცხადა, ფასდაკლება ეხება ზამთრის სრულ კოლექციას. ამას გარდა 40%-იანი შეღავათით შეგიძლიათ შეიძინოთ წინა წლის ზაფხულის კოლექციის მოდელებიც.
მაღაზია ემზადება საგაზაფხულო კოლექციის მისაღებად. უკვე საშუალება გაქვთ თვალი შეავლოთ დიზაინერ ლადო ბოკუჩავას ნამუშევრებს.
მაღაზიის მისამართია: ლესელიძის N22 . მაღაზიას ქალაქ ბათუმშიც აქვს ერთი ფილიალი, რომელიც სასტუმრო ”ჰილტონში” მდებარეობს.