LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფასების რეკორდული ზრდა კიდევ გაგრძელდება – ექსპერტების მძიმე პროგნოზი

214
produqti

როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება ბოლო ერთ წელში

 

ერთია, რას გვეუბნება ხელისუფლება და მეორეა, რას გვეუბნება თავად საკვები პროდუქტები, როცა ბაზარში ან სურსათის მაღაზიაში მივდივართ. ბოსტნეული, ხილი, კვერცხი, ზეთი, ხორცი, ავტობუსის ბილეთი, მედიკამენტები გვეუბნება, რომ ჩვენი ფასები გაიზარდა და ასეთ დროს, რაც არ უნდა პრემიერმა გვიმტკიცოს, რომ ეკონომიკა დუღს, ძნელად დაიჯერებ. მით უმეტეს, ოფიციალური საჯარო უწყება, ანუ სტატისტიკის სამსახურიც აღიარებს, რომ ფასები თვიდან თვემდე იზრდება.

ყოველთვიური ბუღალტერიით რომ არ დაგღალოთ, ბოლო ერთი წლის მონაცემებს შემოგთავაზებთ. “საქსტატის” მონაცემებით, 2021 წლის იანვარში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 13.9% შეადგინა.

ახლა რაც შეეხება კონკრეტულ პროდუქტებზე ფასების მატებას:

ბოსტნეული და ბაღჩეული – 23.3%-ით

პური და პურპროდუქტები – 20.5%-ით

ზეთი და ცხიმი – 19.6%-ით

მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 18.3%-ით

შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 18.2%-ით

თევზეული – 16.6%- ით

რძე, ყველი და კვერცხი –  14.4% -ით

ხილი და ყურძენი – 13.7%-ით

ხორცი და ხორცის პროდუქტები  – 11.9% -ით

ყავა, ჩაი და კაკაო  – 7.8%-ით

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: – 44.8%-იანი მატება.

 

ხელისუფლების პასუხი ხალხს

 

ეკონომიკის ახლა უკვე ყოფილმა მინისტრმა ნათია არაერთხელ გვითხრა, რომ მაღალი ინფლაცია კორონავირუსის ბრალია.

არადა, ფასები ყოველ წელს იზრდება, შემოსავალი  – არა, ლარი წლებია უფასურდება და კორონა გაგონილიც არავის ჰქონდა, როცა ლარმა 3,0-ს მიაღწია. ასე რომ ეს მიზეზი, რაც ექსმინისტრმა გვითხრა, დამაჯერებელი არ არის.

თურნავამ ისიც გვითხრა, რომ ხელისუფლება მუშაობს ფასების დასტაბილურებაზე. ახლა უკვე ახალი მინისტრის პირობებში იმუშავებს. დაველოდოთ. ვინც შიმშილისგან არ მოკვდება ან საქართველოდან არ გაიქცევა, სავარაუდოდ, ის დაელოდება.

 

 ექსპერტების მძიმე პროგნოზები

 

ეკონომისტების უმრავლესობა თანხმდება, რომ ქვეყანაში ასეთი მძიმე ეკონომიკური ვითარება პირდაპირ ხელისუფლების კისერზეა, მათ არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკასა და ბიუროკრატიულ ხარჯებზე, კორუფციასა და საგარეო ვალის ზრდაზე. ჩვენ ეკონომისტ ნიკოლოზ შენგელიას ვესაუბრეთ, რომელმაც გვითხრა, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი სოფლის მეურნეობის განვითარება იქნებოდა. ის რამდენიმე მიმართულებაზე აკეთებს აქცენტს.

“საქართველოში კარგი ნიადაგია, რომ ხორბლის წარმოება გაიზარდოს, ასევე სიმინდის. როცა ხორბალი და სიმინდი ბევრია, ხორცი, კვერცხი შედარებით იაფია. ისეთი ტექნოლოგიები უნდა განავითარო, რომელიც ამ საკვების შექმნაში იქნება აუცილებელი. სამწუხაროდ ვერ ვხედავთ, რომ სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის სამინისტრო ამ კუთხით ნაბიჯებს დგამს.

რაც შეეხება საწვავის გაძვირებას, აქციზის გადახედვა აუცილებელია. სამწუხაროდ, ასე არ ხდება, გვაქვს ის მოცემულობა, რაც გვაქვს. ნავთობის ფასმა მოიმატა, შესაბამისად საქართველოშიც ასე იქნებოდა. ეს აისახება ფასების ზრდაზე, პროდუქტებსა და მომსახურებაზე. მთავრობამ დროულად უნდა გააუქმოს აქციზის გადასახადი, მაგრამ ყურს არ იბერტყავს ამასთან დაკავშირებით”, – ამბობს შენგელია. 

კიდევ ერთი, რაც საკვების გარდა , მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწვება, ეს მედიკამენტების ფასებია. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ნიკა შენგელია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მედიკამენტებზე ფასები დიდ ფარმაცევტულ კომპანიებს შორის კარტელური გარიგებით დგება. წამლებზე ფასების ზრდას, როგორც წესი, ვალუტის გაუფასურებით ხსნიან. 

როგორ შეიძლება ფასი 200%-ით იყოს გაზრდილი? შუაში აყენებენ თავიანთ ოფშორულ კომპანიებს, რომლის მეშვეობითაც დიდი ოდენობით ვალუტა გაედინება ქვეყნიდან. კონკურენციის სააგენტო აქ ვერაფერს გახდება, ამას უნდა კარგი საკანონმდებლო ბაზა და საკითხში კარგად ჩახედვა”, – ამბობს შენგელია.

როცა კითხვა სამომავლო პროგნოზებს ეხება, ექსპერტებს პროგნოზის გაკეთება უჭირთ, მაგრამ მაინც გვეუბნებიან, რომ ამ სიტუაციაში რთულია, მოქალაქეებს რაიმე დამაიმედებელი უთხრა. ისინი ფასების რეკორდულ ზრდას მომავალშიც ელოდებიან.

 

 

 

magti 5g