უკრაინის რადის დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკოს განცხადებით, კადიროველები რუსი ჯარისკაცების გადაადგილების შესახებ ინფორმაციას უკრაინელ მოხალისეებზე ყიდიან.
დეპუტატი ინფორმაციას Telegram არხზე ავრცელებს.
“2-3 დღის წინ მტრის დაზვერვის ჯგუფი და ორი ჯავშანმანქანა კიევთან დამარცხდა. […] როგორც ფრონტიდან ბიჭებმა მითხრეს, სადაზვერვო ჯგუფის კოორდინატები უკრაინელმა მოხალისეებმა გადასცეს. მარშრუტი კი დაემთხვა.
თავად მოხალისეები არ მალავენ, რომ ინფორმაციას კადიროველებისგან ინტერნეტით ყიდულობენ. გადახდება ბიტკოინით ხდება.
ფასი თითო ოკუპანტზე $400-ზე ნაკლებია.
კადიროველები რუსების გაყიდვას არ შეწყვეტენ. ეს მათი ტრადიცია, მათი ბუნებაა”. – წერს გონჩარენკო.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში