„მნიშვნელოვანია რომ მაქსიმალურად ჯანმრთელ მდგომარეობაში გავიკეთოთ ვაქცინა“,-ამის შესახებ ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელმა ვახტანგ კალოიანმა „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა.
მან იმ ძირითად რეკომენდაციებზე ისაუბრა, რომელიც უშუალოდ ვაქცინაციამდე და აცრის შემდეგ უნდა გაითვალისწინონ მოქალაქეებმა.
„ვაქცინა უნდა გავიკეთოთ მაშინ, როცა არ გვაქვს არც ვირუსული დაავადებები, ან რაიმე სხვა სახის განსაკუთრებული ჩივლი ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ყველა უმნიშვნელო ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის ან ჩივილის შესახებ შევატყობინოთ იმ ექიმებს, რომლებიც გვიტარებენ აცრას, მივუთითოთ კითხვარში, როემლსაც აცრის წინ ვავსებთ.
ვაქცინაციის პროცესის შემდეგ უნდა გვახსოვდეს, რომ დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში აუცილებელია იმ დაწესებულებაში ყოფნა სადაც აცრა გავიკეთეთ. ეს ის დროა, როდესაც შესაძლოა გვერდითი მოვლენებმა იჩინონ თავი. ასეთი ფატალური და დრამატული გართულებები ხდება პირველ ნახევარ საათში. ეს არის ძირითადი რეკომენდაციები იმ შემთხვევაში თუ გვაქვს ალერგია ანამნეზში”,-განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.
მას შემდეგ, რაც ვაქცინაციის შემდეგ განვითარებული გვერდითი მოვლენის შედეგად საქართველოში ახალგაზრდა ექთანი გარდაიცვალა, ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაციის პროცესი მრავალპროფილური სტაციონარების დონეზე გაგრძელდება.
ავიცერი, თავს კარგად ვგრძნობ, პირველ რიგში უნდა ვიყო უსაფრთხო ჩემი პაციენტებისთვის: ანი ქავთავთარაძე