დიზაინერმა ფატუნა ბუშიჰედმა, როგორც ჟურნალ „სარკეს“ (27 აგვისტოს ნომერი) უმხელს, პირად ცხოვრებაში პაუზა აიღო.
შეგახსენებთ, რომ ბოლო რვა წელია, მისი მეუღლე მომღერალი გია ნიკოლაძეა.
ფატუნა ჟურნალთან ამბობს:
„ის, რაც და როგორც იყო ჩემს ცხოვრებაში, ალბათ, ასეც უნდა მომხდარიყო. ახლა ახალ კოლექციაზე ვმუშაობ, რომელშიც ყველა იმ ემოციას ჩავდებ, რომლებიც ჩემში დაგროვდა…
ანუ მთელი ძალებით უბრუნდებით საყვარელ საქმეს?
ნამდვილად დავუბრუნდი მთელი ძალებით ჩემი ემოციური ბალანსისა და უფლის წყალობით.
ეს იმას ნიშნავს, რომ ამჯერად პირად ცხოვრებაში გაქვთ პაუზა?
ნამდვილად, თუმცა ეს პირადი ცხოვრება უკვე კარიერაში გადავა და მთლიანად ჩემს ცხოვრებას გავაერთიანებ…