LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფედერიკა მოგერინი – ევროკავშირის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის აუცილებელია პროფესიონალური არმიის შექმნა

89

ევროკავშირის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის აუცილებელია პროფესიონალური არმიის შექმნა, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ.

მან აღნიშნა, რომ „მშვიდობის შენარჩუნებისთვის საჭიროა დიპლომატია, დიალოგი, სხვა სიტყვებით – რბილი ძალა, მაგრამ ხანდახან აუცილებელია უხეში ძალა.

მოგერინიმ აღნიშნა, რომ დღეისათვის მსოფლიო „ქაოსის მდგომარეობაში“ იმყოფება.

„ჩვენი მსოფლიო განწყობილია ნგრევისა და ურთიერთ შეურაცხყოფისკენ, მაშინ როცა ეს არც ერთი პრობლემის გადაჭრაში არ დაგვეხმარება. ჩვენ გვჭირდება მშვიდი, გონიერი კომპრომისი“, – აღნიშნა მოგერინიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g