LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფეისბუქ“-მარგალიტები 109-ლარიანი ალუჩის შესახებ – „ოჯახებს ანგრევენ, ფაქტობრივად…“

211

„გუდვილში“ ერთი კილოგრამი ალუჩა 109 ლარი ღირს. ამ ინფორმაციამ ინტერნეტსივრცე მოიარა და მხიარულების ახალ მიზეზად იქცა სოცქსელებში. როგორც რადიო „ფორტუნამ“ გაარკვია, 109-ლარიანი აოლუჩის გაყიდვის პრობლემა სუპერმარკეტს ნამდვილად არ შექმნია და მთელი მარაგი ორ დღეში ამოიწურა.

მეორე დღეა, ძვირად ღირებული ალუჩა სოცქსელში ყველაზე სახალისო კომენტარებს „იმსახურებს“.

გთავაზობთ ყველაზე საინტერესო, ორიგინალურ და მხიარულ კომენტარებს „ფეისბუქიდან“.

„ერთი-ორი თვეც და პატარა კუნძულსაც იყიდით“

„ნეტა, პორცია ჩაქაფული რა ღირს?“

„ფეხმძიმე ცოლს ალუჩა რომ მოუნდეს, უნდა გაშორდე. ოჯახებს ანგრევენ, ფაქტობრივად“

„აიფონზე მოკბეჩილი ვაშლი შეიძლება, ალუჩამ ჩაანაცვლოსო, გავიგე…“

„მოვითხოვოთ ალუჩის ინფლაცია“

სოცქსელში ასევე გამოჩნდა ფოტომონტაჟი, სადაც ოქროს ბეჭედში ბრილიანტის მაგივრად ალუჩა ზის.

https://www.facebook.com/raikomismdivani79/posts/10154509924776342

https://www.facebook.com/shalvanatelashviliofficial/posts/1231839983602294

https://www.facebook.com/tamuna.lekveishvili/posts/1831277630219502

https://www.facebook.com/irina.sarishvili.98/posts/680960975409123

https://www.facebook.com/leonard.ford.90/posts/1499721916766232

https://www.facebook.com/dgorgiladze/posts/10209632993724187

https://www.facebook.com/guram.rogava/posts/10202853872424927

 

magti 5g