LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხბურთელებო, გულშემატკივრების ჯარიმები თქვენ გადაიხადეთ!

237
FORTUNA.GE (48)

საქართველოს ნაკრებმა მთელ ქვეყანას უზომოდ დაწყვიტა გული. ჩვენმა გუნდმა წააგო თამაში, რომელზეც ათეული წლებია ვერც ვიოცნებებდით. კიდევ როდის გვექნება ასეთი რეალური შანსი, ღმერთმა უწყის. მართალია ამ თამაშს ბევრი უარყოფითი მოვლენა დაემთხვა, მაგრამ კორონავირუსის პანდემია, არაერთხელ გადადებული თამაში, ფეხბურთელების (არა)ოპტიმალური ფორმა მარტო ჩვენ ხომ არ გვაწუხებდა, მეტოქეც მსგავს დღეში იყო. მოკლედ, გამართლებას არა აქვს არანაირი არგუმენტი და შანსი.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა მთავრობამ აკრძალა მატჩზე გარკვეული რაოდენობის გუშემატკივრების დასწრება (არადა ნამდვილად შეიძლებოდა ამის ორგანიზება), 22:00 საათის შემდეგ დააწესა კომენდატის საათი და მსუყე ჯარიმები, თამაში დაინიშნა სწორედ შეზღუდვების დროს, ქომაგი არ შეუშინდა არც ჯარიმას, არც ვირუსის საფრთხეს, არც სიცივეს და ოცნების ასასრულებლად საკუთარ გუნდს ქუჩაში ქომაგობდა.

ფედერაციამ, მთავრობამ, ფეხბურთელებმა, მწვრთნელმა – ყველამ ერთად დააღალატა გულშემატკივარიც და ქვეყანაც.

პოლიციამ თავისი “მოვალეობა” შეასრულა და საქომაგოდ მისული ხალხი დააჯარიმა.

2000 ლარი კი ავირტყი, მაგრამ ღირდა: ისტორიული წაგების შემდეგ დაჯარიმებულები

დაავალდებულო ვინმე რამეში არ შეიძლება, მაგრამ მორალური თვალსაზრისით ალბათ სწორი იქნება თუ საქართველოს ნაკრები გადაუხდის ამ დაჯარიმებულ გულშემატკივრებს ჯარიმის თანხას.

საქართველოს ნაკრებს ვწერთ და გნებავთ კობიაშვილი-იაშვილი-მუჯირი და კიდევ კალაძე იგულისხმეთ, გნებავთ ფეხბურთელები და გნებავთ ვაისი, რომლის მიმართ ყველაზე მეტი პრეტენზიაა.

2 ათასი ლარი, რაც დღეს 500 ევროღაა, მოედანზე მყოფ და ვიპ ლოჟაში მსხდომ არცერთ პატივცემულს არ გააღატაკებს.

ეს მაინც გააკეთეთ!

 

magti 5g