LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფეხბურთელთა შორის ერთობა დაარღვიეს… გუნდი, რომლის უკან ერთ მუხტად შეკრული ერი არ დგას, ვერ იმარჯვებს!“ – სალომე ზურაბიშვილი

120
სალომე ზურაბიშვილი

15 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთთან 3:0 დამარცხდა. აღნიშნულს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს ვრცელებს. 

„ფეხბურთელთა შორის ერთობა დაარღვიეს, თუმცა კიდევ უფრო დასანანია ის, რომ ეროვნული სული და ერთობა, რომელიც სუფევდა ევროპის ყველა სტადიონზე, ისიც ჩაკლეს. და გუნდი, რომლის უკან ერთ მუხტად შეკრული ერი არ დგას, ის ვერ იმარჯვებს!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი და გვიზიარებს ირაკლი მილაძის „ფეისბუკ“ სტატუსს, სადაც ის აღნიშნავს, რომ „საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სრულებით დემორალიზებულია!“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g