„ფეხბურთი მსოფლიოს ყველაზე დიდი და ემოციურად მხურვალედ დაკავშირებული სახლია და ახლა ჩვენ ამ სახლში ბინაც მოგვაპოვებინა ჩვენმა ნაკრებმა“, – ამის შესახებ ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ეხმაურება.
„ნახეთ ხომ, როგორ გვგულშემატკივრობდნენ უცხოელი კომენტატორები? ისიც ნახეთ ხომ, როგორი ზეიმით და სიხარულით დახვდნენ ევროპული გუნდები დაბრუნებულ თავის ქართველ გუნდელ მეგობრებს? რა თქმა უნდა, თამაშის დროსაც თავის მეგობარს გულშემატკივრობდნენ. ამგვარად ხდება მთელი ევროპა ჩვენი სახლი სახალხო დონეზე, რაც მშრალ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე მყარი და საფუძვლიანი დამკვიდრებაა. კანდიდატის სტატუსს როცა მივიღებთ, ჩვენ ისედაც, უკვე ევროპული სახლის ნაცნობი და საყვარელი ბინადრები ვიქნებით, რადგან ფეხბურთი მსოფლიოს ყველაზე დიდი და ემოციურად მხურვალედ დაკავშირებული სახლია და ახლა ჩვენ ამ სახლში ბინაც მოგვაპოვებინა ჩვენმა ნაკრებმა“, – წერს ნათია ფანჯიკიძე.