იტალიელმა ფეხბურთელმა ისტორიაში პირველი მწვანე ბარათი მიიღო.
ფეარ-პლეის მფლობელი ”ვიჩენცას” ნახევარმცველი კრისტიან გალანო გახდა.
”ვირტუს ენტელასა” და ”ვიჩენცას” შეხვედრის 59-ე წუთზე გალანომ კარში დაარტყა, რის შემდეგაც მსაჯმა ”ვიჩენცას” სასარგებლოდ კუთხური დანიშნა. ამის შემდეგ ფეხბურთელი მსაჯს გამოუტყდა, რომ მეტოქეს ბურთი არ შეხებია. ამისთვის იტალიელმა მწვანე ბარათი მიიღო.
სერია ბ-ს ხელმძღვანელობა მწვანე ბარათების შემოღებას ტესტავს.
მწვანე ბარათი სიმბოლურ ხასიათს ატარებს და მატჩის ოქმში შეყავთ.
სერია ბ-ს ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ყველაზე მეტი მწვანე ბარათის მფლობელი სეზონის ბოლოს დაჯილდოვდება.
https://www.youtube.com/watch?v=oTkPi3Qdf-Y