LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხბურთის ვარსკვლავი ერლინგ ჰალანდი ულამაზეს შეყვარებულთან ერთად „დოლჩე და გაბანას“ ჩვენებაზე გამოჩნდა

215
ერლინგ ჰალანდი

ნორვეგიელი ფეხბურთელი ერლინგ ჰალანდი და მისი განსაცვიფრებელი შეყვარებული, იზაბელ ჰაუგსენგი, სამშაბათს, რომში „დოლჩე და გაბანას“ „ალტა სარტორიას“ ჩვენებაზე გამოჩნდნენ და საოცრად გამოიყურებოდნენ. შეყვარებულ წყვილს მსგავსი ნაცრისფერი სამოსი ეცვა და ხელჩაკიდებულები შედიოდნენ ღონისძიებაზე, რომელიც Castel Sant’Angelo-ში გაიმართა. „მანჩესტერ სიტის“ 24 წლის თავდამსხმელი ზაფხულის რომანტიკულ წვეულებაზე ღიმილით ტკბებოდა. 21 წლის იზაბელა კი ბრწყინავდა კაშკაშა, ბრჭყვიალა ბადისებრ კაბაში.

ჰალანდი 2023 წლიდან „დოლჩე და გაბანას“ ელჩია, ფეხბურთელმა იტალიურ ბრენდთან ორ მილიონი ფუნტის ღირებულების სარეკლამო კონტრაქტი გააფორმა. ნორვეგიის საფეხბურთო ნაკრების ვარსკვლავი სოციალურ ქსელებში ამ ბრენდის ტანსაცმელში არის გამოწყობილი. გასულ კვირას წყვილი იბიცაზე შენიშნეს, იახტაზე იზაბელის დედასთან და მათ შვილთან ერთად, რომელიც გასული წლის დეკემბერში დაიბადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g