ამერიკულმა ფეხსაცმლის ბრენდმა მთლიანი კოლექცია უკან გამოიწვია, რადგან ფეხსაცმელი სვასტიკის კვალს ტოვებდა. „BBC“-ის ინფორმაციით, კალიფორნიული მწარმოებელი ნამდვილად არ მოელოდა, რომ ერთ-ერთი მორიგი კოლექციის გამო სკანდალში გაეხვეოდა.
„Conal Internation tranding“ ბაზარზე დიდი პოპულარობით სარგებლობს, ამიტომ მისი ახალი ხაზით გამოსვლისთანავე უამრავი ადამიანი დაინტერესდა. თუმცა, ერთ-ერთმა მომხმარებელმა ფეხსაცმლის ყიდვისთანავე შეამჩნია, რომ ის უცნაურ გრაფიკულ სომბოლოს, უფრო ზუსტად კი სვასტიკის ნიშანს ტოვებდა. პოსტმა მილიონობით ნახვა დააგროვა და სულ მალე მას კომპანიის წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. მათ მოსახლეობას ოფიციალური ბოდიში მოუხადეს და განაცხადეს, რომ ეს მიზანმიმართულად არ გაუკეთებიათ.
აღსანიშნავია, რომ ახალი ხაზი გაყიდვიდან მთლიანადაა ამოღებული.