LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხსაცმლის დიდი არჩევანი ”TMT“

275

ქართველი დიზაინერი თამთა შინდელიშვილი მომხმარებელს ფეხსაცმლის განახლებულ მოდელებს სთავაზობს.

როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას თავად დიზაინერმა განაცხადა, ფეხსაცმლის ახალი მოდელები, ისევე როგორც მთლიანად დიზაინერის პროდუქცია, მაღალი ხარისხითა და ორიგინალურობით გამოირჩევა.

”ჩვენს მაღაზიას ფეხსაცმლის ახალი მოდელები კვირაში რამდენჯერმე ემატება, ჩვენი მთავარი ღირებულება არის ხარისხი, მინდა გითხრათ,

რომ ფეხსაცმელები ნატურალური ტყავისგან იქმნება, მათი ფასი 200 ლარიდან იწყება, თუმცა, რა თქმა უნდა, ფასები განსხვავებულია, გააჩნია ფეხსაცმელსა და მის ფორმას”, – აღნიშნა შინდელიშვილმა.

მისივე თქმით, ფეხსაცმლის გარდა დიზაინერის კოლექციაში იხილავთ პალტოების, მაისურების დიდ არჩევანს. პალტოების ფასი 350 ლარიდან იწყება, ხოლო მაისურების შეძენა 110 ლარადაა შესაძლებელი.

მსურველებმა ესტუმრეთ მაღაზიას მისამართზე: ბარნოვის N55.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები