ფეხსაცმლის მაღაზია ”პოლარისი” მომხმარებელს ”1+1=1” აქციას სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის მენეჯრმა გვანცა ჯელაძემ აღნიშნა, ”1+1=1”-ის ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია ერთის საფასურად აირჩიოს მისთვის სასურველი ორი ფეხსაცმელი ან ჩანთა.
მისივე ინფორმაციით, მაღაზია მსურველს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ფეხსაცმელებს სთავაზობს, რომელთა ფასიც 90 ლარიდან იწყება და 400 ლარამდე მერყეობს. ასევე მომხმარებელს შეუძლია ”პოლარისში” ჩანთები, ქამრები და ჩუსტები შეიძინოს.
”ჩვენთან წარმოდგენილია თურქული, გერმანული, იტალიური და ამერიკული ბრენდები. ყველაზე მოთხოვნადი ორთოპედიული და იტალიური ბრენდის, ”ლამბერ ჯეკ”-ის ფეხსაცმელებია, რომელის შეძენაც 85 ლარად შეგიძლიათ”,-განაცხადა ჯელაძემ.
”პოლარისის” მაღაზიები ჭავჭავაძის 15 ნომერში, ”თბილისი მოლისა” და ”გლდანი მოლის” მეორე სართულზე, პეკინის 14 ნომერსა და აღმაშენებლის 91 ნომერში მდებარეობს. მაღაზიები ყოველდღე 10:00-დან 22:00 საათამდე მუშაობენ.