იტალიური სამკაულის მაღაზიათა ქსელი „ფელინო მილანო“ ქართულ ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს, თანამედროვე ტენდენციების მიხედვით, მაღალი ხარისხის უნიკალურ პროდუქციას სთავაზობს.
ნუცა ენუქიძე, იტალიური სამკაულის მაღაზიათა ქსელის „ფელინო მილანოს“ თანადამფუძნებელი:
– „ფელინო მილანოს“ პირველი მაღაზია თბილისი მოლში გავხსენით, ამჟამად კი დედაქალაქში ოთხი ფილიალით ვართ წარმოდგენილები, ესენია: ვაკის ფილიალი (აბაშიძის #38), სითი მოლი საბურთალოს, სითი მოლი გლდანის და თბილისი მოლის ფილიალები. უახლოეს მომავალში გაფართოებას ვგეგმავთ და ახალი ფილიალების დამატებას როგორც თბილისის მასშტაბით, ისე რეგიონებში.
„ფელინო მილანოში“ წარმოდგენილია იტალიური ოქროს და ვერცხლის კოლექციები. ოქროს კოლექციაში შეხვდებით 14 და 18 კარატიან სამკაულს. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ოქროს ფილიგრანული დამუშავება (ფილიგრანი ლითონის მხატვრულად დამუშავების უძველესი ტექნოლოგიაა), რაც ნაკეთობას სინაზესა და დახვეწილობას სძენს. ვერცხლის კოლექციაში კი უმაღლესი სინჯის (925) სამკაულის არჩევის საშუალება გაქვთ, ქარხნული ლაზერული როდირებით. თვლებზეც გავამახვილებ ყურადღებას, უნიკალური დამუშავების – ბრილიანტისებური დაწახნაგების თვლები ამშვენებს როგორც ვერცხლის, ისე ოქროს ნაკეთობებს.
„ფელინო მილანოში“ კოლექციები ხშირად, ზოგჯერ თვეში რამდენჯერმეც კი ახლდება. კოლექციებს ვარჩევთ კატალოგების მიხედვით, ვითვალისწინებთ მიმდინარე ტენდენციებს და ისე ჩამოგვაქვს იტალიიდან.
ჩვენს მომხმარებლებს შორის ამჟამად გოგონები ჭარბობენ, რომლებიც სკოლის გამოსაშვები საღამოსთვის ემზადებიან. ისინი წინასწარ არეზერვებენ სამკაულს, რადგან კატალოგიდან ვარჩევთ მხოლოდ თითო, მაქსიმუმ, ორ ეგზემპლარს და ამიტომ არის ხოლმე სამკაული რაოდენობაში შეზღუდული. ჩვენთან ასევე მოთხოვნადია კოლიეები. აქვე აღვნიშნავ, რომ საჩუქრის შერჩევის დროს ჩვენი ძირითადი მომხმარებლები მამაკაცები არიან.
„ფელინო მილანოში“ ნაყიდ სამკაულს მოყვება საერთაშორისო სერტიფიკატი და საგარანტიო ბარათი, რომელთა მეშვეობით მომხმარებელს თავი დაცულად შეუძლია იგრძნოს.
ჩვენი პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ონლაინაც. მომხმარებელს შეუძლია გვიპოვოს სოციალურ ქსელებშიც – ფეისბუკზე, ინსტაგრამსა და ტიკტოკზე. ჩვენთან შეძენილ სამკაულს ვაგზავნით როგორც საქართველოს მასშტაბით, ისე მის ფარგლებს გარეთ, რადგან ბევრი მომხმარებელი გვყავს უცხოეთიდან. მათი რიცხვი მხოლოდ მატულობს, რაც ძალიან გვახარებს.
მინდა ვისაუბრო „ფელინო მილანოს“ გუნდზეც, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი კადრებით, ისინი ნამდვილად კვალიფიციურები არიან, ხშირად გადიან გადამზადებას, მუდმივად ეცნობიან ტენდენციებს, რათა მომსახურების ხარისხი იყოს ყოველთვის მაღალი.
„ფელინო მილანოში“ მოქმედებს ლოიალობის პროგრამა – მომხმარებელს ყოველ შენაძენზე უგროვდება ქულები, ასევე სიმბოლური თანხა. პროგრამაში ჩასართავად საჭიროა შეხვიდეთ ჩვენს ვებგვერდზე და დარეგისტრირდეთ. აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციისთანავე იღებთ საჩუქარს – სიმბოლურ თანხას ან ფასდაკლების დამატებით პროცენტს.
ამჟამად ჩვენს მომხმარებლებს სრულ კოლექციაზე, როგორც ოქროს, ისე ვერცხლის ნაკეთობებზე 50-55%-იან ფასდაკლებას ვთავაზობთ. ასევე, 60%-ზე მეტი ფასდაკლება გვაქვს გამოცხადებული წინა კოლექციის მოდელებზე. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთან სამკაულის მარაგი ლიმიტირებულია, მომხმარებელს ვურჩევ, იჩქაროს.