LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფემინისტური ჯგუფები თბილისში დღეს აქციას გეგმავენ

1430

ფემინისტური ჯგუფები  ქალთა სოლიდარობის აქციაზე პარლამენტთან ერთიანდებიან.  აქცია 14:00 საათზე დაიწყება.

„ვფიქრობთ, რომ 8 მარტი არის დღე, როდესაც სხვადასხვა ჯგუფები თუ ინდივიდუალი ქალები უნდა გავერთიანდეთ, რათა კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვთქვათ: ჩვენი განსხვავებების მიუხედავად, ჩვენ სოლიდარულები ვართ! ჩვენ გვჯერა, რომ პოლიტიკურ საკითხებს არ მოეძებნება ინდივიდუალისტური გადაწყვეტები, ამიტომაც გვინდა ვაჩვენოთ ერთობა, რომელიც განსხვავებებზე თვალის დახუჭვას არ გულისხმობს.

სწორედ აქედან გამომდინარე, აქციას ჯგუფი ’ქალთა მოძრაობა’ და ‘ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი’ განსხვავებული თემებით უერთდებიან.

‘ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი’ პარლამენტთან სოლიდარობის აქციას შემოუერთდება მსვლელობით, რომელიც 13:00 სთ–ზე დაიწყება ფილარმონიიდან. მსვლელობის თემაა სექსუალური თავისუფლება: ‘ჩემი სხეული ჩემი საქმეა!’. ღონისძიების დეტალური ინფორმაცის სანახავად გადადით ბმულზე:
ჯგუფი ‘ქალთა მოძრაობა’ აქციას შემოუერთდება ‘გენდერული კვოტების’ თემით. აქცია–პერფორმანსი გაიმართება 1:30 სთ–ზე კანცელარიასთან.

აქციაზე სიტყვით გამოვლენ სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენელი ქალები,“ – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g