ფენ-შუის სპეციალისტი, ეკა კვარაცხელია მაია ასათიანის შოუს ესტუმრა და ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელობა აქვს საძინებელში საწოლის სწორად განლაგებას. როგორც ის ამბობს, თუ ცოლ-ქმრის ურთიერთობაში პრობლემებია, ეს შესაძლოა, იყოს დამოკიდებული ლოგინის გადაადგილებაზე და ასევე იმაზეც, რომ იქ სარკეები ნაკლებად იყოს.
„არიან ადამიანები, რომლებიც წვანან ისეთ ზონაში, რომელსაც ჰქვია ცოლ-ქმრული ურთიერთობების პრობლემების ზონა. საკმარისია, გადავაადგილოთ ლოგინი, რომ ეს იმოქმედებს კარგად ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობაზე.
საწოლში ნახევარზე მეტს ატარებთ, თქვენი ასტრალური სხეული ძილის დროს გადის მაღლა, თუ საძინებელში ენერგია არ გაქვთ დაბალანსებული, თუ არ აღიდგინეთ ენერგია, ძალიან გაგიჭირდებათ.
ცუდი სექსი, იცით, როდის აქვს ცოლ-ქმარს? იცით, როდის ღალატობენ ქმრები ცოლებს? მაგალითად, თუკი საძინებელში ბევრი სარკე გაქვთ, რადგან ეს მისტიკური ნივთია და ირეკლავს. საწოლის, ნივთების, სარკის სწორი მდებარეობა მნიშვნელოვანია. თავი რა მიმართულებით გიდევთ, იმასაც კი აქვს მნიშვნელობა. თუკი თქვენი და თქვენი მეუღლის თავის მიმართულებები ერთმანეთს არ ემთხვევა და ორივეს გძინავთ იმ მიმართულებით, რომელსაც ჰქვია უსიყვარულობის ზონა, იქ ვერ გექნებათ სიყვარული, რომელ სექსზეა საუბარი?!.