LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფერადი დღე – გამოვიდა ისეთი, როგორიც გვინდოდა, რომ გამოსულიყო

9

Ardaidardo.Ge

გადაცემას ”რადიო დუეტი” ნოდიკო ტატიშვილი ესტუმრა.


როგორი იყო შენთვის 2016 წელი?

წარმატებული იყო, თუმცა, დიდი ნაღველიც დამიტოვა, ბაბუა გარდაიცვალა. ეს არის მოუშუშებელი ტკივილი, გულზე მაწევს. სხვა დანარჩენი ყველაფერი კარგი იყო – კონცერტებით, გასტროლებით, დაიგეგმა ბევრი რამ, რაც 2017 წელს განხორციელდება. 2016 წელს კიდევ ორი ნათლული შევიძინე.


შენ არ ხარ შეყვარებული? პატარა არ გინდა?

ძალიან მინდა პატარა, შენი ბავშვის ფოტო რომ ვნახე, ნერწყვი ჩავყლაპე. შენ ხარ გმირი დედა, ახლა რადიო მსმენელებს მოვუყვები ისტორიას შენს შესახებ. 6 თვის ორსული თაკო მელიქიშვილი წამოვიდა გასტროლზე ისრაელში, ჯერ იფრინა, მერე გემით იცურა, წაიყვანა ორი კონცერტი, ისევ იფრინა და ბავშვი დაიბადა ”ნაგულავები”… რაც შეეხება ჩემ პირადს, ეს არის პირადი და საერთოდ არ ვსაუბრობ ხოლმე ამაზე, მგონია რომ არ არის სწორი მამაკაცის მხრიდან. ყოველთვის ხდება რაღაც, ხან ფლირტის დონეზე, ხან უფრო მეტიც… 5 ნოემბერს 30 წლის გავხდი, არ ვიცი ასაკის ბრალია თუ რა ხდება, მაგრამ მინდა ოჯახი, ბევრი შვილი. ოჯახის შექმნის მთავარი საფუძველი უნდა იყოს სიყვარული, ამის გარეშე ვერ წარმომიდგენია თანაცხოვრება. ნამდვილად არ ვეძებ, მაგრამ როდესაც მოვა სიყვარული, აუცილებლად შეგატყობინებთ.


ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ…

ძალიან დიდხანს ვიფიქრეთ, რა უნდა დაგვერქმია სიმღერისთვის. მაიკო კაჭკაჭიშვილს ეკუთვნის მუსიკა, ლექსის ავტორია მანანა გურგენიძე, მუსიკალური პროდიუსინგი ეკუთვნის ბორიკო შხიანს, ჩავწერეთ ”ბრავო რეკორდში”. გამოვიდა ისეთი, როგორიც გვინდოდა რომ გამოსულიყო. მაიკომ თავისი ულამაზესი ხმით ”ბექებიც” ჩაწერა. დიდი ენერგეტიკით დატვირთული სიმღერაა და მგონია რომ ”არ დაიდარდოს” მსმენელს მოეწონება. სიმღერის სახელწოდებაა ”ფერადი დღე”.

ნოდიკო ტატიშვილი – ფერადი დღე

AudioNODIKO TATISHVILI – FERADI DGE

გადაცემის აუდიოჩანაწერი 

Audionodikotatishvilidueti_1

ვიდეო კოლაჟი 

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები