იტალიურმა კომპანია Ferrari–მ გენერალური დირექტორის ლუის კამილერის სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება გაავრცელა. როგორც ავტომწარმოებელი ირწმუნება, ყოფილმა დირექტორმა ასეთი გადაწყვეტილება „პირადული მიზეზის“ გამო მიიღო.
კამილერიმ საპატიო პოსტი სულ რაღაც 2 წლის წინ დაიკავა, ამიტომ მისი გადაწყვეტილება ნამდვილად მოულოდნელი იყო. ამასთან, მან მეორე თანამდებობა თამბაქოს მწარმოებელი კომპანიის Philip Morris–ის დირექტორთა საბჭოც დატოვა.
„ფერარი“ თავისი გენ–დირექტორის წასვლის კონკრეტულ მიზეზებს არ ასახელებს, თუმცა როგორც იტალიური პრესა ირწმუნება 65 წლის კამილერი Covid-19–ით დაავადდა და საავადმყოფოდან ცოტა ხნის წინ გაწერეს. მისი მდგომარეობა ამ დროისთვისაც მძიმეა და მკურნალობას ის სახლში გააგრძელებს.
რაც შეეხება იტალიური ბრენდის ხელმძღვანელს – ამ პოზიციას დროებით ჯონ ელკანი, დირექტორთა საბჭოს წარმომადგენელი დაიკავებს. ამასობაში კი დირექტორთა საბჭო ახალ დირექტორს იპოვის.