LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფერარის“ პოპულარობა ყოველწლიურად იკლებს

138
ferrari20310

სერვისმა Google Trends ინტერნეტში მომხმარებელთა აქტივობა გააანალიზა და დაადგინა, რომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში იტალიური ბრენდის „ფერარის“ პოპულარობა საგრძნობლად შემცირდა.

ბრიტანელმა ანალიტიკოსებმა გადაწყვიტეს, რომ ინტერნეტში სხვადასხვა საავტომობილო ბრენდების პოპულარობის ცვლის ტენდენცია შეესწავლათ. სტატისტიკისთვის 2010 წლიდან 2020 წლამდე პერიოდის Google–ის საძიებო სისტემა შეისწავლეს. შედეგად კი დადგინდა, რომ ყველაზე მეტად 5 ბრენდის პოპულარობა შემცირდა – Fiat, Citroen, Vauxhall, Mitsubishi და რაც არ უნდა უცნაური იყოს, Ferrari–ც.

2010–დან 2020 წლამდე იტალიური მწარმოებლით 35,3%–ით უფრო ნაკლები ადამიანი ინტერესდებოდა. ასეთი მკვეთრი ცვლილების მიზეზის დასახელება ბრიტანელ ანალიტიკოსებს უჭირთ.

შესაძლოა, ეს სიტუაცია 2022 წლის სამოდელო წელს გამოკეთდეს, როდესაც ბაზარზე ბრენდის პირველი კროსოვერი  Purosangue გამოვა. ეს იქნება კროსოვერთა სერიის დასაწყისი, რომელსაც მომავალში კიდევ 2 მოდელის პრემიერა უნდა მოყვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები