LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფერდინანდ პორშეს შვილიშვილს ყველაზე ძვირადღირებული მანქანა ეყოლება

bugatti

კომპანია Bugatti ჟენევის მოტოშოუზე წარმოადგენს ჰიპერქარს, რომლის ფასიც 16 მილიონი ევროა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ავტმობილი ერთადერთ ეგზემპლარში, სპეციალურად ფერდინანდ პორშეს შვილიშვილისთვს, ფერდინანდ უმცროსისთვის შეიქმნება.

ფერდინანდ უმცროსი ბაბუის მსგავსად მთელი ცხოვრება საავტომობილო ბიზნესშია, ის 25 წლის განმავლობაში Volkswagen-ის სათავეში იყო და პროექტ Veyron-ის მთავარი იდეოლოგიც გახდა.

საავტომობილო გამოცემების ინფორმაციით, სიახლე Chron Sport-ის ბაზაზე აიწყობა და სრულიად ორიგინალურ ძარას მიიღებს. ბუნებრივია, ეს აეროდინამიკის განახლებასაც გამოიწვევს, რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს ამ მხრივ დიდი ცვლილებები არ იგეგმება. ჰიპერქარი იმავე 8,0 ლიტრიანი W16 ძრავით იქნება აღჭურვილი და 4 ტურბინის დახმარებით 1500 ცხენის ძალის განვითარებას შეძლებს.

აღსანიშნავია, რომ ახალი Bugatti მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მოდელია და ის სპეციალურად ბრენდის 110 წლის იუბილესთვის შეიქმნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g