LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფერფლისგან აღმდგარი“ ჯესი ჯეის შთამბეჭდავი კადრები „ინსტაგრამიდან“

106
page

ძუძუს კიბოს დიაგნოზისა და არაერთი გადატანილი ოპერაციის მიუხედავად, 37 წლის არტისტი, ჯესი ჯეი აქტიურად აგრძელებს მუსიკალურ კარიერას. გარდა სასიამოვნო სიახლეებისა, მის „ინსტაგრამზე“ უამრავ ახალ და შთამბეჭდავ ფოტოს იხილავთ.

როგორც ხედავთ, არტისტი გაჩერებას არ აპირებს. ფოტოებში მომღერალი მუდამ გაღიმებული, ბედნიერი და გამარჯვებული იერით პოზირებს.

ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად, ჯეი ჯეი ახალ ალბომს გამოუშვებს

ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად, ჯეი ჯეი ახალ ალბომს გამოუშვებს. ეს მოხდება 7 წლიანი პაუზის შემდეგ. Don’t Tease Me with a Good Time – ასე ჰქვია არტისტის მეექვსე სტუდიურ ალბომს, რომელიც გაყიდვაში 28 ნოემბერს ჩაეშვება. მომღერალი მომავალ მუსიკალურ პროექტზე 5 წელი მუშაობდა და მასში თავი 16 ტრეკს მოუყარა. ფირფიტიდან უკვე ცნობილია ორი სინგლი – No Secrets და Living My Best Life.

ვიდეო: „თმა წარმოუდგენლად მცვივა, ჩემი მკერდი ჯერ კიდევ არ არის თანაბარი“ – კიბოსთან მებრძოლი ჯესი ჯეი სიახლეებს გვიზიარებს

„მე ნაწიბურებს ვერ ვეხები და ვერც ვუყურებ“ – მკერდის კიბოსთან მებრძოლი ჯესი ჯეის სულისშემძვრელი ინტერვიუ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები