მომღერალი ფერგი და მსახიობი ჯოშ დიუამელი 8 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. ყოფილმა მეუღლეებმა ამის შესახებ ოფიციალურად გამოცემას People განუცხადეს:
„ერთმანეთის სიყვარულითა და პატივისცემით ჩვენ დაშორება გადავწყვიტეთ. ჩვენი ოჯახისთვის ადაპტაციის საშუალება რომ მიგვეცა, გადავწყვიტეთ ეს ამბავი ბოლო მომენტამდე საიდუმლოდ შეგვენეახა. ჩვენ ყოველთვის ერთმანეთის სამსახურში ვიქნებით“, – ნათქვამია განცხადებაში.
მიმდინარე წლის იანვარში ფერგიმ და ჯოშმა ქორწინების 8 წლის იუბილე ჰავაის კუნძულებზე აღნიშნეს. წყვილს 4 წლის ვაჟიშვილი ჰყავს.