LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფერგი და ჯოშ დიუამელი მშობლები მეორედ გახდებიან

172

მომღერალი ფერგი და მსახიობი ჯოშ დიუამელი მშობლები მეორედ გახდებიან. წყვილს პირველი ვაჟიშვილი სამი წლის წინ შეეძინა.

წყვილთან დაახლოებული წყაროს ცნობით, ისინი ძალიან ბედნიერები არიან ახალი ამბის გაგებით. ჯოშს ყოველთვის უნდოდა დიდი ოჯახი და ბედნიერია, რომ მისი ოცნება ახდება. ინსაიდერის თქმით, მათი სურვილია, რომ მეორე შვილი გოგონა იყოს.

შეგახსენებთ, რომ ფერგი და ჯოშ დიუამელი 2009 წელს დაქორწინდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები