LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფერგიმ ახალი ალბომის გამოსვლა ოფიციალურად დააანონსა

47

ახალი სინგლის „M.I.L.F.$“ ჩაწერის შემდეგ, მომღერალი ფერგი ალბომის გამოშვებას აღარ ჩქარობს. ამჟამად კი ცნობილი ხდება, რომ  დისკი, რომელსაც მისი თაყვანისმცემლები ასე ელოდნენ, 2017 წლის დასაწყისში გამოვა.

ფერგიმ „ფეისბუქის“ ლაივ-ჩატი გააკეთა და თაყვანისმცემლებს სიახლის შესახებ სწორედ ასე განუცხადა. მისი თქმით, ალბომზე მუშაობა თითქმის დასრულებულია. მომღერალმა მოუბოდიშა მსმენელებს, რომ ამდენი ხანი ალოდინა და განაცხადა, რომ დისკის გამოსვლის შეფერხების მიზეზი ოჯახური მდგომარეობა იყო.

შეგახსენებთ, რომ მომღერლის უკანასკნელი სოლო-ალბომი „The Dutchess“ ზუსტად 10 წლის წინ, 2006 წელს გამოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები