ამერიკელმა პოპ-მომღერალმა ფერგიმ რემიქსების მინი-კრებული გამოუშვა, რომელშიც მისი უკანაკსნელი ჰიტის, „Life Goes On“ რემიქსებია თავმოყრილი. რელიზი უკვე ხელმისაწვდომია iTunes-ზე და ის სინგლის ხუთი ახალი ვერსიისგან შედგება.
სიმღერა „Life Goes On“ გასული წლის ნოემბერში გამოვიდა და ფერგის ახალი ალბომის „Double Dutchess“ რიგით მეორე სინგლი გახდა. მანამდე ალბომის მხარდასაჭერად ლიდ-სინგლი „M.I.L.F. $“ გამოვიდა, რომელსაც ამერიკულ და ევროოპულ ჩარტებში საკმაოდ დიდი წარმატება ხვდა წილად.
ცნობილია ისიც, რომ ფერგი The Black Eyed Peas-ის ახალი ალბომის ჩაწერაშიც მიიღებს მონაწილეობას, რომლის 2017 წელს გამოვა.