მომღერალმა ფერგიმ სიმღერაზე „Enchanté (Carine)“ გამოუშვა კლიპი. სიახლე მის ახალ ალბომში „Double Dutchess“ შედის.
ვიდეო საკმაოდ საინტერესო გამოვიდა. მასში მთავარ როლს მოდელი კენდალ ჯენერი ასრულებს. კლიპში ის რამდენიმე ვიზუალს იცვლის, მღერის თავის კლონებთან ერთად და სხვადასხვა აქტივობებით არის დაკავებული. კრიტიკოსებმა ის პოტენციურ ჰიტად შეაფასეს.
აღსანიშნავია, რომ ბავშვის ხმა, რომელიც ვიდეოს დასაწყისში ისმის, ფერგის 4 წლის ვაჟიშვილს, აქსელს ეკუთვნის.