რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ფერგი და ჯოშ დიუამელი ერთმანეთს 8 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდნენ. ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, პასუხი მომღერლის ახალ ვიდეოშია, რომელიც ამ დღეებში გამოქვეყნდა.
კლიპში „Save It Til Morning“ ფერგის ბევრმა თაყვანისმცემელმა მომღერლის მეუღლესთან დაშორების მიზეზები ამოიცნო. მათი აზრით, ადგილი, სადაც ვარსკვლავი მობეზრებასა და ერთფეროვნებაზე მღერის, სწორედ მის რეალურ ცხოვრებას ასახავს.
რაც შეეხება ვიდეოს, ფერგის პარტნიორობას მსახიობი ჯეი ერნანდესი უწევს, რომელიც მომღერლის შეყვარებულს განასახიერებს.