LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფერგისა და ჯოშ დიუამელს შორის ცნობილი მსახიობი ჩადგა

98

მას შემდეგ, რაც ფერგიმ და ჯოშ დიუამელმა დაშორების შესახებ განაცხადეს, წყვილის თაყვანისმცემლები და მედიის წარმომადგენლები ცდილობენ გაარკვიონ, რა გახდა ამისი მიზეზი. ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ საქმე სხვადასხვა ცხოვრებისეულ შეხედულებაშია, სხვების თქმით კი, ვარსკვლავებს შორის მესამე პირი ჩადგა და ის მსახიობი ოლივია მანია.

დადის ხმები, რომ 37 წლის ოლივიასა და 44 წლის ჯოშს უკვე დიდი ხანია ფლირტი აქვთ და დროის დიდ ნაწილს ერთად ატარებენ. ისინი ერთად მონაწილეობენ ფილმში „Buddy Games“, სადაც მანი დიუამელის მეუღლის როლს ასრულებს და რომლის რეჟისორიც ჯოშია. ინსაიდერები იმასაც ამტკიცებენ, რომ წყვილს ხშირად ხედავენ სხვადასხვა რესტორნებში ვახშმის დროს.

ამ დროისთვის არცერთი მხრიდან კომენტარი არ გაკეთებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები