LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფერგიუსონმა და მიხელსმა ადგილები გაცვალეს: მსოფლიო საუკეთესო მწვრთნელები გამოვლინდა

98
be0379a4b8e7713a582c0b0a035efa37

ჟურნალმა FourFour Two-მ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელების რეიტინგი წარმოადგინა, რომელსაც გამოცემა ყოველწლიურად აქვეყნებს. წელს პირველ ადგილზე შოტლანდიელი ალექს ფერგიუსონი აღმოჩნდა, რომელიც “აბერდინსა” და შოტლანდიის ნაკრებში მუშაობდა, ხოლო მსოფლიო აღიარება “მანჩესტერში” გატარებული წლებმა და მოგებულმა ტიტულებმა მოუტანა.

საინტერესოა, რომ ერთი წლის წინ მას მეორე ადგილი ეკავა. შარშან სერ ალექსი 70-იან წლებში მსოფლიო ფეხბურთში რევოლუციის ავტორს რინუს მიხელს ჩამორჩებოდა. ახლა კი ნიდერლანდელი სპეციალისტი (“აიაქსი”, “ბარსელონა”, ნიდერლანდების ნაკრები, “კიოლნი”, “ბაიერი”) მეორე პოზიციაზეა.

სამეულშია კიდევ ერთი ჰოლანდიელი – იოჰან კრუიფი. ის ჯერ მიხელსის ხელმძღვანელობით თამაშობდა, მერე კი “აიაქსსა” და “ბარსელონაში” მუშაობდა.

მეოთხე ადგილზე გავიდა “ლივერპულის” ლეგენდა ბილ შენკლი, ხოლო მეხუთე ადგილი ერგო მოქმედ სპეციალისტს – “სიტის” დამრიგებელ პეპ გვარდიოლას.

 

ტოპ 10-ში ასევე მოხვდნენ: იტალიელი არიგო საკი (“პარმა”, “მილანი”, იტალიის ანკრები), ბრიტანელი მეტ ბასბი (“მანჩესტერი”, შოტლანდიის ნაკრები), არგენტინელი ფრანგული პასპორტის მქონე ელენიო ერერა (“ატლეტიკო”, “სევილია”, “ბარსელონა”, ესპანეთის ნაკრები, “ინტერი”, იტალიის ნაკრები, “რომა”), ავსტრიელი ერნსტ ჰაპელი (“დენ ჰააგი”, “ფეიენოორდი”, “სევილია”, “ბრიუგე”, ნიდერლანდების ნაკრები, “სტანდარდი”, “ჰამბურგი”, ავსტრიის ნაკრები) და უკრაინელი ვალერი ლობანოვსკი (“დნეპრი”, კიევის “დინამო”, სსრკ-ს ნაკრები, უკრაინის ნაკრები).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები