ფერმერიებისთვის ავტომობილით გადადგილების შეზღუდვა მოიხსნა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე აცხადებს.
„ინფორმაცია ფერმერებისთვის!! ამა წლის 27 აპრილამდე დაშვებულია გამონაკლისები ყველა კატეგორიის ფერმერებისთვის (მცირე, საშუალო, დიდი) საქართველოს რეგიონებში დილის 6:00-8:00 საათამდე და საღამოს 18:00-19:00-მდე დასაშვებია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების მიზნით!
თბილისის შემოგარენში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების მიზნით გადაადგილებაზე ნებართვა უნდა იქნეს მიღებული 144 ცხელი ხაზის მეშვეობით. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 144 , ბიზნესომბუდსმენის აპარატის ცხელ ხაზზე 282828, ან სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე 1501“, – ამბობს ნინო ზამბახიძე.