LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფერმერებს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესახებ ინფორმაცია არ აქვს

108

მცირე ზომის ფერმერთა ნახევარს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების და DCFTA-ს ფარგლებში არსებული ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია არ აქვს და, შესაბამისად, აღნიშნულ ვალდებულებებს პრაქტიკაში არ ახორციელებს – ამის შესახებ დღეს გამართულ კონფერენციაზე ეკონომიკური კვლევის პოლიტიკის ცენტრის (EPRC) პროგრამების მენეჯერმა ირინა გურულმა ისაუბრა.

მისი თქმით, EPRC-ის მიერ წარმოდგენილი მცირე ზომის ფერმერთა საჭიროებების და ინფორმირებულობის კვლევის შედეგების მიხედვით, ფერმერთა რამდენიმე ძირითადი საჭიროებაც გამოიკვეთა.

”კვლევაში წარმოდგენილია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი მწარმოებლების და მცირე ზომის გადამამუშავებელი საწარმოების საჭიროებები. გამოკითხვა ჩატარდა საქართველოს 5 რეგიონში (კახეთი, ქვემო ქართლი, შიდაქართლი, სამცხე ჯავახეთი და გურია) და გამოიკითხნენ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი მწარმოებელები და მცირე ზომის გადამამუშავებელი საწარმოები. სულ 500 რესპონდენტი. გამოყენებული იქნა ნახევრადსტრუქტურული კითხვარი. რესპონდენტები გამოიკითხნენ კომპიუტერის მეშვეობით ჩატარებული სატელეფონო ინტერვიუს (CATI) მეთოდით”, – განმარტა ირინა გურულმა.

კვლევის შედეგების მიხედვით:

  • რესპონდენტთა დაახლოებით 80 პროცენტს დასაქმებული ჰყავს 5 ან ნაკლები ადამიანი;
  • გამოკითხული 428 ფიზიკური პირიდან და მცირე საწარმოდან სულ 3-ს გააქვს ექსპორტზე საკუთარი პროდუქცია. ისინი ტრადიციული ქართულიპროდუქციის – 2 ღვინის და 1 ჩაის მწარმოებლები არიან;
  • ფინანსურ რესურსებზე წვდომა და არასაკმარისი ინფრასტრუქტურა (მათ შორის მიწა) აგრარული პროდუქციის მწარმოებლებისთვის მთავარ ორ პრობლემად რჩება;
  • მეცხოველეობით დაკავებულ რესპონდენტთა 1/3 აცხადებს, რომ არსარგებლობს ვეტერინართა მომსახურებით. ამის მიზეზი როგორც ფინანსური, ისე ხელმისაწვდომობის პრობლემაა. გამოკითხვამ აჩვენა, რომ არც სასაკლაოების გამოყენების ვალდებულებას ასრულებს ყველა რესპონდენტი;
  • გამოკითხულ რესპონდენტთა თითქმის 50% არ ასრულებს DCFTA-ისხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს მცენარეთა დაცვის ქიმიური და ბიოლოგიური საშუალებების გამოყენების შესახებ ჩანაწერების წარმოების მიმართულებით;
  • გამოკითხულთა უმრავლესობა (53%) არ იყენებს ლაბორატორიულ კვლევებს; ამის ერთ-ერთი მიზეზი ლაბორატორიის ტერიტორიული სიშორე და მომსახურების ფასებია;
  • HACCP-ის დანერგვა, 2020 წლიდან სავალდებულო იქნება მეცხოველეობის და მეცხოველეობის პროდუქციის მწარმოებელი საშუალო და მცირე ზომის ფერმერებისთვისაც. მიუხედავად ამისა, იმ რესპონდენტთა უმრავლესობა (73%), რომელთაც ამ სისტემის დანერგვა მოუწევთ არ ფლობს ინფორმაციას ამ მოთხოვნების შესახებ;
  • რესპონდენტების 72%-ს არ აქვს ინფორმაცია საქართველოს შეღავათიანი საექსპორტო რეჟიმების თაობაზე;

ირინა გურულის განმარტებით, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ექსპერტთა რეკომენდაციები გულისხმობს სახელმწიფოს მიერ აქცენტის გაკეთებას შემდეგ საკითხებზე:

  • ევროკავშირთან გაფორმებული DCFTA-ის შესახებ ფერმერების უკეთ ინფორმირება და ცოდნის გადაცემა; ეფექტიანი რეგულირება, ევროკავშირის მოთხოვნებთან ჰარმონიზაცია;
  • სახელმწიფო ინვესტიციების მიმართვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანისთვის;
  • რეგიონული საკონსულტაციო ცენტრების როლის გაძლიერება;
  • ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს და უფრო აქტიურად მიმართოს ძალისხმევა ფერმერთა ორგანიზაციების და დარგობრივი ასოციაციებისშექმნისკენ;
  • თესლისა და სათელსე მასალის სერტიფიცირების თანამედროვე სქემებისშემოღება და განხორციელება;
  • საქართველოს მთავრობა DCFTA-ს განიხილავს სოფლებსა და რეგიონებში ეკონომიკის განვითარების უფრო ფართო კონტექსტში. სახელმწიფოს ძალისხმევა ასევე კონცენტრირებული უნდა იყოს სოფლის განვითარების და შემოსავლების წყაროების დივერსიფიკაციის მექანიზმებზე.

აღნიშნული კვლევა, USAID-ის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისადა მოქალაქეების ჩართულობის პროექტის ” (ACCESS) –„ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება და მისი გავლენა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო სექტორისკონკურენტუნარიანობაზე“ ფარგლებში,  ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ განხორციელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g