LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ferrari 2024 წლისთვის ერთდროულად 3 პრემიერას ამზადებს

119
Ferrari

კომპანია Ferrari ამ წლისთვის ერთდროულად 3 სიახლეს ამზადებს. 2024 წელს კომპანია Ferrari-ისთვის მთავარი მონაპოვარი ფორმულა-1-ის სარბოლო გუნდში მრავალგზის ჩემპიონის ლუის ჰემილტონის გადასვლა იყო. იტალიური ბრენდი სასიამოვნო სიურპრიზის გარეშე არ დატოვებს საგზაო მოდელების მოყვარულებსაც და ერთდროულად 3 სიახლეს წარადგენს. მათ შორის იქნება ახალი ფლაგმანი ჰიპერქარი, რომელიც LaFerrari-ის მემკვიდრედ უნდა იქცეს. სიახლე, როგორც მოსალოდნელია ძრავა V12-ის გარეშე დარჩება.

ფლაგმანი მოდელი V6-ის ბაზაზე აგებული ჰიბრიდული აგრეგატით დაკომპლექტდება, ანუ ზუსტად იმ ძრავით რომელსაც უკვე იყენებენ 296 GTB-ის და სარბოლო 296 GT3-ის შემთხვევაში. სიახლის ტირაჟი 599 კუპეთი განისაზღვრება და მათ გამოშვებას 2024 წლიდან დაიწყებენ. 199 როდსტერის წარმოებას 2028 წლიდან შეუდგებიან, ხოლო ექსპერიმენტული ვერსია XX, 2027 წლიდან იხილავს დღის სინათლეს და მისი ტირაჟი მხოლოდ 30 ერთეული იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები