LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ferrari კორონავირუსთან საბრძოლველად 10 მილიონ ევროს გამოყოფს

44
ferrari-vocid19-ml

Ferrari–ს მფლობელმა ანელის ოჯახმა პანდემიასთან საბრძოლველად 10 მილიონი ევრო გამოყო. ამის შესახებ ინფორმაცია, ბრენდის კორპორატიულ საიტზე გამოჩნდა.

გარდა ფულადი დახმარებისა, რომელიც იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცემა, კომპანიამ აუცილებელი სამედიცინო ტექნიკაც მრავლად შეიძინა. ბუნებრივია, ეს აღჭურვილობაც იტალიას გადაეცემა, რათა ვირუსთან ბრძოლაში გამოიყენოს.

Ferrari–ს მფლობელობაშია მანქანების გაქირავების სერვისიც, რომელიც მზადაა რომ მძიმე პერიოდში ავტომობილები უფასოდ გასცეს და სპეციალურ სამსახურებს წამლების, საკვების თუ სხვა საჭირო ნივთების ტრანსპორტირებაში დაეხმაროს.

პანდემიამ საავტომობილო სამყაროს ძალიან დიდი ზიანი მიაყენა და ბევრმა მწარმოებელმა მუშაობა შეაჩერა. მათ შორის იყო Ferrari–ც, რომელმაც იტალიაში, პოლონეთსა და სერბეთში არსებული ქარხნები რამდენიმე კვირით დაკეტა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები