LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ferrari, მოემზადე – Genesis უფრო მძლავრი სუპერქარის გამოშვებას გეგმას

108
324324

Genesis-ს სერიოზულად აქვს გადაწყვეტილი თამაშის წესების შეცვლა: ბრენდი ამზადებს იმ სუპერქარის სერიულ ვერსიას, რომლის პროტოტიპიც Magma GT-ის სახელითაა ცნობილი და ეს უკვე უბრალოდ შოუ-ქარი აღარ არის.

Genesis-ის პრეზიდენტის თქმით, Magma GT რეალური, V8 ძრავიანი სუპერქარია, რომლის აწყობაც უკვე დაწყებულია და ბაზარზე 2028-2029 წლებში გამოვა.

რა ვიცით ამ მონსტრის შესახებ?

შენდება ალუმინის სტრუქტურაზე – მსუბუქი და ძლიერია, მაგრამ უფრო იაფია ვიდრე ნახშირბოჭკოვანი;
ექნება ტურბო დამუხტვადი 3.2-ლიტრიანი V8 ძრავა, შექმნილი იმ ჰიპერქარის ბაზაზე, რომლითაც Genesis WEC-ში იასპარეზებს;
სავარაუდოდ, ძალას გადასცემს უკანა თვლებზე 8-საფეხურიანი DCT კოლოფით;
ექნება ელექტრო ვერსიაც, რათა ეკოლოგიურ სტანდარტებს დაემორჩილოს.
დიზაინი – უფრო აგრესიულია, ვიდრე კონცეპტი.
კონცეპტის დიზაინზე მუშაობა პრეზენტაციამდე ერთი დღით ადრე დაამთავრეს, მაგრამ სერიული ვერსია იქნება უფრო თამამი და მიმზიდველი, როგორც Genesis-ის დიზაინის შეფი ამბობს.

არსებული დიზაინის ელემენტებიდან უცვლელი რჩება:
Genesis-ის ორმაგი სინათლის გრაფიკა;
ჰიპერქარის მსგავსი გვერდითი ხაზები.
მართვა – არა საშიში, არამედ დამხმარე

Magma GT სიჩქარითა და ტექნოლოგიებით ბრენდის მწვერვალია, მაგრამ Genesis ამბობს, რომ ეს სუპერქარი მძღოლს ხელს არ შეუშლია, პირიქით, უნარებს გააუმჯობესებს.
ძირითადი იდეაა არა აგრესია, არამედ წონასწორობა და კონტროლი.

როგორ გაუწევს კონკურენციას Ferrari-სა და Lamborghini-ს?
მაშინ, როცა ტრადიციული მწარმოებლები ათწლეულებია მსგავს ძრავიან სუპერქარებს ქმნიან, Genesis გააკეთებს იმავეს, რასაც Honda და Chevrolet აკეთებენ:
თუ მანქანა კარგია, ამერიკა იყიდის.

აშშ იქნება მთავარი ბაზარი, რადგან იქ მსოფლიოში ყველაზე მეტი სუპერქარი იყიდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები